აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის ეკონომიკის ენერგეტიკული, საფინანსო და თავდაცვის სექტორების წინააღმდეგ საქციების გაზრდის შესახებ გამოცხადა. შეზღუდვები შეეხებათ „სბერბანკს", „როსნეფტს", „გაზპრომს", „ლუკოილს", „ტანსნეფტს", „გაზპრომნეფტს", „სურგუტნეფტეგაზს", კომპანია „როსტეკს", „ბანკ მოსკვის", „გაზპრომბანკ", „ნოვატეკს", „როსსელხოზბანკს", „ვნეშეკონომბანკს", „ვი-ტი-ბი ბანკს".
აშშ-ს ფინანსთან უწყება განმარტავს, რომ საქციების მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებია.
ამის გარდა, კონტროლის ქვეშ ხვდება ხუთი კომპანიის უცხოური აქტივები - „კონცერნი „ალმაზ-ანტეი", „ტიხომიროვის სახელობის აპარატურის მშენებლობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი", „კალინინის მაქანათმშენებელი ქარხანა", „მიტიშის მაქანათმშენებელი ქარხანა", „დოლგოპრუდნის სამეცნიერო-საწარმო".
საქციებს ექვემდებარება ასევე თავდაცვის სფეროს საწარმოები.
შეგახსენებთ, რომ ანალოგირი სანქციები დღესვე აამოქმედა ევროკავშირმაც.
საქციები ასევე შეეხება რუსეთის 24 მაღალჩინოსანს.