სევასტოპოლის ოკეანერიუმის მებრძოლი დელფინები რუსულ ჯარში ჩარიცხეს. „ყირიმის სახელმწიფო ოკეანერიუმი მთლიანად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა და ქალაქს ამიერიდან მასთან აღარანაირი კავშირი აღარ აქვს", - აღნიშნულის შესახებ განცხადება სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა სერგეი მენიანლომ გააკეთა.
მისივე განმარტებით, ოთხი დელფინი დელფინოთერაპიის ცენტრშია გადაყვანილი.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში სულ ორი ცენტრი არსებობს, სადაც მებრძოლ დელფინებს წვრთნიან, საიდანაც ერთი აშშ-ში, ხოლო მეორე ყირიმში მდებარეობს.
მასალის გამოყენების პირობები