ბათუმის საავტორო ფილმების მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ქართული კინემატოგრაფიის უმნიშნველოვანესი წარმომადგენლის სერგო ფარაჯანოვის საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება.
პროგრამა მოიცავს კინოჩვენებებს, სემინარებს და გამოფენებს.
17 სექტემბერს, სასტუმრო "DIVAN" -ში გაიმართება სემინარი "ფარაჯანოვის კინოშემოქმედება". სემინარის მონაწილეებს შორის არიან: რომან ბალიანი, ზავენ სარგისიანი (ფარაჯანოვის მუზეუმის დირექტორი ერევანში), ანჟეი სლოვიცკი, იური მეჩითოვი, ზურაბ ყიფშიოძე და სხვა. ამავე დღეს ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნება ფოტოგამოფენა, სადაც სერგეი ფარაჯანოვის შესახებ იური მეჩითოვის ფოტოების და ერევნის ფარაჯანოვის მუზეუმის კოლაჟების კოლექცია იქნება წარმოდგენილი.
კინოფესტივალზე საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ნაჩვენები იქნება სერგო ფარაჯანოვის ორი ფილმი : "ამბავი სურამის ციხისა" და "აშუღ-ქერიბი".
კინოფესტივალის სპონსორები არიან: ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და სასტუმრო "DIVAN"-ი.