აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის შვილი გიორგი აბაშიძე 500-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ პატიმრობიდან გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა აბაშიძე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის დააკავეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს განუცხადეს აღნიშნულის გამო, აბაშიძეს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
,, გიორგი აბაშიძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 45-ე მუხლით დააკავეს და გადაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. მას დაუდგინდა ნარკოტიკული ნივითიერების მოხმარება და შესაბამისად 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა", _განუცხადეს ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.