დღეს, 31 მარტს, 13:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და Red Bull -ი აწყობს "Red Bull ჯღაბნის ხელოვნება" გამოფენა-კონკურსის დაჯილდოებას.
" Red Bull ჯღაბნის ხელოვნება" არის "შედევრების" კონკურსი, რომლებსაც სტუდენტები ლექციების დროს ქმნიან. შედევრი პირობითად დავარქვათ ნამუშევარს, რომელსაც სტუდენტი მერხზე ჯღაბნის", _ აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
მათი ინფორმაციით, "Red Bull ჯღაბნის ხელოვნება" არის პროექტი, რომელშიც მონაწილეობა ყველა მსუველ სტუდენტს შეუძლია.
"იმისთვის, რომ სტუდენტებმა თავი დაანებონ აკადემიის ინვენტარის "მოხატვას", კომპანია Red Bull -მა სამხატვრო აკადემიის ტერიტორიაზე 10 დღით დადგა სპეციალურად შექმნილი ურნები. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ურნებში თავიანთი "შედევრები" ჩაეყარათ, რომლებიც ლექციების დროს იყო შექმნილი", _ აცხადებენ ისინი.
შეგროვილი ნამუშევრებიდან ამოირჩა 50 საუკეთესო ნამუშევარი, რომლებიც გამოიფინება აკადემიის ფოიეში. სამკაციანი ჟიური სამ საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს. ყველა მონაწილე დასაჩუქრდება კომპანია Red Bull - ისგან, ხოლო პირველ სამ ადგილზე გასულ სტუდენტებს განსაკუთრებული პრიზები ელით.