ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" გაიმართება პრესკონფერენცია, მოეწყობა პროექტის - "კულტურის სეზონი აჭარაში'' პრეზენტაცია. საუბარი იქნება მომავალ ღონისძიებებზე, რომლებიც ზაფხულის სეზონზე აჭარაში გაიმართება.
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა დაესწრება ჭიდაობის ტურნირს ჭაბუკთა შორის რეგიონალურ პირველობაში, რომელიც ბათუმის სპორტულ სკოლაში მოეწყობა.
რურუა, კულტრული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ ვაჩეიშვილთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს მოინახულებს, მათ შორის გონიოს მუზეუმ-ნაკრძალს, სადაც მოეწყობა მუზეუმის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სარეაბილიტაციო პროექტის პრეზენტაცია.
ხელოვნების უნივერსიტეტში, დაგეგმილია მინისტრის შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან და პედაგოგებთან. ბათუმის მთავარ ბიბლიოთეკას 1000 ცალი წიგნი გადაეცემა.
რურუა, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტ ბორის კუტინთან (სლოვენია) ერთად, მოინახულებს ჭადრაკის სასახლეს, სადაც სარემონტო სამუშაო მიმდინარეობს.
19 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით კი დაგეგმილია ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში 8-იდან 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში.