შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთი ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ფოთის საზღვაო რაიონში,ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე,სენ ვისენტის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „ HONG MASTER " დააკავეს. აღნიშნული გემის კაპიტნის ჩინეთის მოქალაქე XINJU YU-ს მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე(პრიმა ერთი) მუხლის I ნაწილით.