,,არასდროს არ გავაკეთებ იმას, რაც დააზიანებს ქვეყნის ინტერესს და რაც შეიძლება ხელს უწყობდეს და ახარებდეს "ნაციონალურ მოძრაობას"_განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
იუსტიციის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას დაადასტურა, რომ თანამშრომლობა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არის გართულებული.
"რა თქმა უნდა, რამდენიმე ხანია, თანამშრომლობა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არის გართულებული. მე ვიცი ერთადერთი, რომ მე პირადად არასდროს, ჩემი მინისტრად ყოფნისას, თუ სხვა პოზიციაზე, როგორც "ქართული ოცნების" კოალიციის წევრი, არ გავაკეთებ იმას, რაც დააზიანებს ქვეყნის ინტერესს, არასდროს არ გავაკეთებ იმას, რაც შეიძლება ხელს უწყობდეს და ახარებდეს "ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა წულუკიანმა.