„წყალი მარგებელისა" და „ენგადის" მოთხოვნით ,,იოლი სუპერმარკეტის" მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაიწყო. მომჩივანების სარჩელის განხილვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიაჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც განცხადება მიღებული უნდა იქნეს წარმოებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, მეურვედ აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა.
თუმცა ვიდრე საქმე სასამართლო წარმოებაშია,,იოლი სუპერმარკეტს" ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში - სასამართლოს თანხმობის გარეშე.
თავის მხრივ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს.
შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან. დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეჩერდეს შპს ,,იოლი სუპერმარკეტის" მიმართ იძულებითი აღსრულება.