უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უკრაინა-რუსეთის საზღვრის გამაგრების სამუშაოები დაიწყო.
„დაიწყო პირველადი საფორთიფიკაციო სამუშაოების შესრულება და საინჟინსრო ნაგებობების მოწყობა ცალკეულ უბნებზე", - ნათქვამია ანტიტერორისტული ცენტრის განცხადებაში.
სულ შეიქმენება ორი თავდაცვითი ზღუდე. ძირითადი სამუშაოები ჩატარდება 1500 კილომეტრზე, რაც გულისმობს საგნრების მოწყობას. გაკეთდება, 8 ათასამდე სამალავი ტექნიკისთვის, ასევე ოთხი ათასზე მეტი ბუნკერი.
დაგეგმილია სხვა საინჟინრო ნაგებობების მოწყობაც.