საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა სომხეთში, საერთაშორისო ფესტივალ „უნიმა"-ში მიიღო მონაწილეობა.
9 სექტემბერს, ქალაქ ვანაძორის კულტურული ღონისძებების ცენტრში - „ლორი" თეატრის დასმა არასაკონკურსო სპექტაკლი - „იავნანამ რა ჰქმნა?! წარმოადგინა და დიდი მოწონება დაიმსახურა. თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მიერ ნაჩვენები, „იავნანამ რა ჰქმნა?!" ყველაზე ემოციურ, ეფექტურ და ნოვატორულ სპექტაკლად დასახელდა.
„უნიმა"-ს საერთაშორისო ფესტივალში ასევე მონაწილეობდნენ საფრანგეთის, თურქმენეთის, ირანის, სომხეთისა და რუსეთის თეატრალური დასები.