12 სექტემბერს, 19:00 საათზე, ფოკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა „ძველი და ახალი ფშავი".
ექსპოზიციაზე წარმოგენილი იქნება ფშაური ტრადიციული ხალხური რეწვის ნიმუშები: ფარდაგი, ჯეჯიმი, ქისა, სამოსი, წინდა, ქალამანი, ხურჯინი, კერამიკული ჭურჭელი, ფშაური ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები.
ხალხური რეწვის ნიმუშებთან ერთად გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თინა ნაყეური-დათაშვილის ნამუშევრები. თინა ნაყეური აგრძელებს ფშაური რეწვის ტრადიციებს, იცავს ყველა კანონზომიერებას ორნამენტში, ფერსა და შესრულების ტექნიკაში.