დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი შოტლანდიელებს მოუწოდებს 18 სექტემბრის რეფერენდუმზე ქვეყნის ერთიანობას დაუჭირონ მხარი. „ჩვენი ერთიანობა ფასდაუდებელია. ნუ გაწყვიტავთ მას", - მიმართა პრემიერმა შოტლანდიელებს.
დასავლური მედიის ინფორმაციით, კემერონის მიერ Daily Mail-ში გამოქვეყნებული წერილი, ყველაზე ემოციური გზავნილია 18 სექტემბერს შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებით.
„თუ გაერთიანებული სამეფო დაიშლება, ის დაიშლება სამუდამოდ. ამიტომაც თქვენი არჩევანი ნათელია: „დიახ" მიცემული ხმა - ნახტომი სიბნელეში ან ნათელი მომავალი შოტლანდიისთვის - ხმის მიცემით „არა".
დღეს, კემერონი, რომელიც კონსერვატიული პარტიას ხელმძღვანელობს, ასევე ლეიბორისტების ლიდერი დევიდ მილიბენდი და ლიბერალ დემოკრატების ლიდერი ნიკ კლეგი შოტლანდიაში ჩავლენ.
რეფერენდუმზე მოქალაქეებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვას: უნდა იყოს თუ არა შოტლანდია დამოუკიდებელი ქვეყანა?
სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით „დიახ" და „არა" ამჟამად თითქმის თანაბარია. ზოგი მონაცემებით კი დამოუკიდბლობის მომხრეთა რაოდენობა მოწინააღმდეგეთა რაოდენობას აღემატება.
შოტლანდიის პირველი მინისტრის ალექს სალმონდის განცხადებით ბრიტანეთის მთავრობა სოციოლოგიურმა გამოკითხვებმა პანიკაში ჩააგდო.