შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ვაგიფ ნ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სარფში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული სარფის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო-საკონტროლო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდა.
გამოძიება საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოსსსკ-ს 19-344-ემუხლის 1-ლინაწილით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.