უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, კანადა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შემოიღებს. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯონ ბერდმა ევროკავშირის უმაღლეს კომისართან კეტრინ ეშონტან მოლაპარაკებებისას განაცხადა.
„მივცეთ შანსი პოლიტიკურ დარეგულირებას. მაგრამ ახალი პროვოკაციებისა და სხვა ნეგატიური მომენტების შემთხვევაში, ჩვენი მოთხოვნა იქნება დამატებითი სანქციები (რუსეთის წინააღმდეგ. რედ)", - განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბერდმა და ეშტონმა მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით გააკეთეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერი განცხადება.