გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სანქციებს ერთადერთ საშუალებად მიიჩნევს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია რუსეთზე ზემოქმედება. ამის შესახებ მერკელმა რადიოსადგურ rbb-Inforadio-სთან განაცხადა, იუწყება DW.
„სანქციები წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას რუსეთზე ზეწოლისთვის. რუსეთის უშუალო მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტში ძალიან, ძალიან ნათელია და მისი მოქმედებები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ამის მიუხედავად, გერმანიის მთავრობას ეჭვი არ შეაქვს იმაში, რომ კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია", - განაცხადა მერკელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კონფლიქტის შეწყვეტამდე იმოქმედებს.