უკრაინის სამხედრო საგუშაგოების მიმართულებით გახსნილი ცეცხლის მიუხედავად, ქვეყნის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო მარიუპოლში ჩავიდა.
„მას შემდეგ რაც გავცელდა ანონსი ჩემი ჩასვლის შესახებ, 13:30 საათიდან სამხედრო გამშვები პუნქტების მიმართულებით სროლები დაიწყო. ეტყობა შეშინებაც ცდილობდნენ. მათი არავის ეშინია", - განაცხდა პოროშენკომ.
პრეზიდენტი მარიოპულის სამრეწველო საწარმოებში დასაქმებულებს შეხვდა. ასვე გაეცნო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მუშაობას. შეხვედრები გამართა ქალაქის მოსახლეობასთან და ადმიანისტრაციასთან.
შეგახსენებთ, რომ ანალიტიკოსების განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამიზნეს სწორედ ქალაქი მარიუპოლი წარმოადგენს.
ფოტო: ukrinform