ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთი აგრძელებს საკუთარი ჯარის შემადგენლობის რაოდენობის ზრდას უკრაინის აღმოსავლეთში. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა.
„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი სულ უფრო და უფრო ზრდის თავისი შეიარაღებული ძალების რაოდენობას უკრაინაში", - განაცხადა ვერშბოუმ.
მისვე თქმით, რუსეთი იქცევა, არა როგორც „შეშფოთებული" მეზობელი, არამედ სახელმწიფო, რომელიც აქტიურად ცდილობს ხელყოს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ნატო არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის აგრესიას.