უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშზე, შეარაღებული ძალების მხარდასაჭერად, იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა 147,403 მილიონი გრივნი ჩარიცხეს.
„ამ თანხიდან 136,62 მილიონი გრივნი არმიის მატერიალურ -ტექნიკურ, ხოლო დარჩენილი თანხა მედიკამენტების შესაძენად იქნა გამოყენებული", - იუწყება უკრაინის თავდაცვის უწყება.
მხოლოდ, საქველმოქმედო ზარით ნომერზე 565 შეგროვდა 35,527 მილიონი გრივნი.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტას - სამინისტროს, ქველმოქმედების სახით ჩაერიცხა 153,1 ათასი აშშ დოლარი, 72,8 ათასი ევრო, 5 ათასი ჩეხური კრონი, 450 ათასი კანადურიდოლარი, 140 შვეიცარული ფრანკი