მოძრაობა "აღადგინე და დაამკვიდრე სამართლიანობა"გაცნობებთ, დაიწყო მოძრაობაში გაწევრიანების პროცესი. მოძრაობაში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა და დამკვიდრება.
შეგახსენებთ, მოძრაობას სათავეში ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე ჩაუდგა. მოძრაობა არის საზოგადოებრივი, კონსტრუქციული, აპოლიტიკური და შედეგზე ორიენტირებული.
მოძრაობის მიზანია:
1. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ რეპრესირებულთა და დაზარალებულთა გაერთიანება, ზიანის აღრიცხვა და დათვლა.
2. სამართლიანობის აღდგენა-დამკვიდრების პროცესში ჩართული ორგანიზაციებისა და მოქალაქეების კოორდინაცია და სინერგიის შექმნა.
3. სხვადასხვა საზოგადოებრივი აქტივობებით, ხელისუფლებისთვის შეხსენება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი სამართლიანობის აღდგენის დაჩქარებას ელის.
4. მოძრაობის აქტივობით არ უნდა მიეცეს საშუალება ნაციონალურ მოძრაობას და მათ მხარდამჭერ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს, პოლიტიკური სარჩულის გამოყენებით, ხელი შეუშალონ ჩადენილი უკანონობების გამოძიებისა და მართლმსაჯულების აღსრულების პროცესს.
5. მონიტორინგი გაუწიოს პროკურატურასა და სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების უკანონო მოქმედებებით დაზარალებულთა და რეპრესირებულთა საქმეებზე მიმდინარე პროცესს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას და კანონის უზენაესობის დამკვიდრებას.
6. დაეხმაროს მთავრობას სამართლიანობის აღდგენა-დამკვიდრებისათვის გზების ძიებაში, როგორც კონკრეტული წინადადებების შეთავაზებებით, ისე კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტების შეთავაზების გზით.
7. მოახდინოს საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩების თუ სხვა სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირება ჩადენილი დანაშაულებებისა თუ სამართლიანობის აღდგენის პროცესის შესახებ.
8. მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება მასობრივი საშუალებებით წინა ხელისუფლების მიერ უკანონო მოქმედებებით რეპრესირებულთა და დაზარალებულთა საქმეების მიმდინარეობის შესახებ. უზრუნველყოს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა სამართლიანობის აღდგენისა და დამკვიდრების პროცესში.
მოძრაობაში გაწევრიანების მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე :
599 29 08 99 ( საზოგადოებრივი მოძრაობა "აღადგინე და დაამკვიდრე სამართლიანობა")