დღის პირველ ნახევრში დონეცკის სხვადასხვა რაიონებში აფეთქებები ისმოდა. ამის შესახებ საქალაქო საბჭოს საიტი იუწყება.
„დღის პირველი ნახევარი დონეცკში დაძაბული იყო. ქალაქის ყველა რაიონში ისმოდა ფეთქებების ხმა", - ნათქვემია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქალაქის კიევის, კიროვის და კუიბიშევის რაიონების მოსახლეობის ინფორმაციით, დილის 6 საათიდან ქალაქის აეროპორტის მხრიდან ისმის აფეთქერბები.
უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალების მხრიდან იყო დონეცკის აეროპორტის აღებისმცდელობა, თუმცა ანტოტერორისტულმა ძალებმა შეტევა მოიგერიეს.