ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტმა შეიმუშავა საგანგებო განცხადებაზე რეკომენაციები საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირის ხელმძღვანელობისადმი.
რეკომენდაციები ეხება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს, ვითარებას ოკუპირებულ რეგიონებში და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპრლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მე-12 შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაცხადდა.
ევროპარლამენტის დელეგაცია საქართვეოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებ.ა ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა ორი სამუშაო სესია, რომელიც აღნიშნული რეკომენდაციის შემუშავებით დასრულდა.
“ჩვენ მოვახერხეთ სერიოზული დებატების შემდეგ მიგვეღო შეთანხმებული ტექსტი განცხადებისა და რეკომენდაციებისა, რომელიც მიმართულია როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ევროკავშირის მიმართ. ტექსტი ეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, საქართველოში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობა, ქვეყანში არსებული პოლიტკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ვითარება, ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ არსებული მდგომარეობა, მედიის საკითხები და საერთოდ ყველა ის თემა რაც მუდმივად არის საუბრის საგანი”, – განაცხადა ბრიფინგზე პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარეა საქართველოს მხრიდან.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის წარმომადგენლებს აინტერესებთ კონკრეტული ინფორმაციის მიღება არა მარტო ხელისუფლების მხრიდან, არამედ ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან და იმედოვნებს, რომ “მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ეს ინფორმაცია და დასკვნების გამოტანა გაუადვილდებათ”.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ სესიებზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსბეულ ვითარებას და აღნიშნა, რომ “შემუშავებული განცხადების ტესქტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ საკითხს ეთმობა”.
მასალის გამოყენების პირობები