12-20 სექტემბრამდე , ბელარუსიის ქ . ბრესტში მე-19 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ ბელაია ვეჟა" გაიმართება.
ფესტივალზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი ახალგაზრდა რეჟისორის დათა თავაძის სპექტაკლს „ ზამთრის ზღაპარი „ წარადგენს.
ფესტივალი საკონკურსო ხასიათს ატარებს.
სპექტაკლი განხორციელდა 2013 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის დაფინანსებით.
ბრესტის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, „ ზამთრის ზღაპარი" წარდგენა ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს „ქართული სეზონის" პროგრამის ფარგლებში.