17 სექტემბერს, პარიზში მაიოლის მუზეუმში დავით კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
ექსპოზიციაზე წარმოადგენილი იქნება დავით კაკაბაძის 40 ნამუშევარი, მათ შორის კონსტრუქციულ-დეკორატიულ კოლაჟები და სხვადასხვა პერიოდის გრაფიკა, ასევე ზეთის და აკვარელის ნამუშევრები.
გამოფენა გაიმართება საქართველოს და ევროკავშირის კულტურული დაახლოების პროგრამის ფარგლებში.
გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
მაიოლის მუზეუმის მუდმივი ექსპოზიცია წარმოადგენს ფრანგი მოქანდაკის და მხატვრის არისტიდ მაიოლის ნამუშევრებს, მუზეუმი ასევე ცნობილია დროებითი გამოფენების განსაკუთრებით მაღალი ხარისხით.
გამოფენა მაიოლის მუზეუმში 15 თებერვლამდე გაგრძელდება.