4 სექტემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მინისტრის მოადგილეებმა კახა კანდელაკმა და ლევან ხარატიშვილმა, საქართველოში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ელიტა გაველეს უმასპინძლეს. მხარეებმა კულტურის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ლატვიის კულტურის მინისტრის სტუმრობას, რომელიც საქართველოს სექტემბერში, სპეციალურად ლატვიის კულტურის დღეებზე დასასწრებად ეწვევა.
ლატვიის კულტურის დღეები საქართველოში 24-27 სექტემბერს ჩატარდება. სტუმრად მყოფი ლატვიის კულტურის სამინისტროს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან და მინისტრის მაოდგილეებთან. მხარეები ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კულტურული თანამშრომლობის შესახებ იმსჯელებენ.
საქართველოში ლატვიის კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილია ლატვიის სახელმწიფო გუნდის კონცერტი და სხვა კულტურული აქტივობები.
ლატვიელი სტუმრები საქართველოს ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ და ქართულ კულტურას გაეცნობიან.
მასალის გამოყენების პირობები