ლენტეხში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შსს-ის ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა იყო.
ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.