24 სექტემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში მორის ბეჟარის საბალეტო დასი - "ბეჟარის ბალეტი ლოზანაში" ფონდ "იავნანას" მხარდასაჭერად საქველმოქმედო საღამოს გამართავს.
საღამოზე წარმოდგენილი იქნება მაესტროს დაუვიწყარი დადგმა "ბოლერო", სოლისტი თანამედროვე მსოფლიოს ვარსკვლავი - დიანა ვიშნევა.
ბილეთები თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროში 8 სექტემბრიდან გაიყიდება. ბილეთების ფასი 15-დან 75 ლარამდე მერყეობს.
მასალის გამოყენების პირობები