ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ განუცხადა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, დადგენილია მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა და ახლა მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები მის დასაკავებლად.
შეგახსენებთ, რომ აბაშიძის ქუჩის #50-თან მკვლელობა 2 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. მოხდა. მოკლულია 25 წლამდე ასაკის ლაშა მახარაძე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ მოხდა გასროლა, რის შედეგადაც, გარდაცვლილის გარდა, კიდევ ერთი პირი დაიჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გუშინდელ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.