4 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, თუმანიშვილის თეატრის დასი, ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე მოპოვებულ წარმატებასთან დაკავშირებით შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე, დირექტორი ზურა გეწაძე და თეატრის მსახიობები დაესწრებიან.
2014 წლის, 31 ივლისიდან - 25 აგვისტომდე, ედინბურგის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრმა, წარმოადგინა სპექტაკლი - ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმა". სპექტაკლმა და თეატრის დასმა აღიარება მოიპოვა, როგორც პროფესიონალი კრიტიკოსებისგან, ასევე მაყურებლისგან. წამყვანმა ბრიტანულმა გაზეთმა „სთეიჯ"(The Stage) თუმანიშვილის თეატრალურ დასს „სამსახიობო ხელოვნებისთვის" ჯილდო გადასცა.