აჭარის ავტონომური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე 6 საჯარო სკოლაში სკოლის ექიმის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი წარმოადგინა 24 მსურველმა, მათ შორის:
-ბათუმი - N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა - 4 განცხადება,
-ბათუმი - N7 საჯარო სკოლა - 6 განცხადება,
-ბათუმი - N5 საჯარო სკოლა - 5 განცხადება,
-ქობულეთი - N3 საჯარო სკოლა - 4 განცხადება,
-ხელვაჩაური - N1 საჯარო სკოლა - 3 განცხადება,
-ხულო - დაბა ხულოს საჯარო სკოლა - 2 განცხადება.
კონკურსის პირველი ეტაპი (აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა) გადალახეს შემდეგმა კონკურსანტებმა:
1. იამზე სურმანიძე
2. მარადი ბერიძე
3. ირმა დიდია
4. ხათუნა აბდალაძე
5. მანანა უბილავა
6. ციური ბოლქვაძე
7. მერაბ მახარაძე
კონკურსის მეორე ეტაპი (გასაუბრება) ჩატარდება 2014 წლის 9 სექტემბერს 14:00 სთ-ზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. ბათუმი, აკ. მამია კომახიძის ქ N119).