26 სექტემბერს, ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენში გალერეა „ფრედერიკ ვან დერ ვლისტი" აფხაზეთის ხელოვნების წარმომადგენლების ნუგზარ მგალობლიშვილის, ალექსანდრე ხუბუას, ზურაბ ჭედიას და დავით ბაძაღუას შემოქმედებას უმასპინძლებს.
გამოფენას „ჩემი სახლი - აფხაზეთი" ჰოლანდიური ფონდი "არტექო" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და მხარდაჭერით, ჰოლანდიელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად წარმოადგენს.
ჰოლანდიელ პუბლიკასთან ერთად გამოფენის გახსნას დაესწრებიან უმაღლესი რანგის სტუმრები ჰოლანდიიდან და საქართველოდან.
გამოფენა 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება.