5 სექტემბერს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში ია არსენიშვილის გამოფენა სახელწოდებით - ,,მარად უკვდავი სიყვარული" გაიმართება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ია არსენიშვილის მიერ შექმნილი ზეთისა და ბატიკის ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები. მიუხედავად სრულიად განსხვავებული ტექნოლოგიისა, მის ნამუშევრებში იგრძნობა ის ერთიანობა, რომელიც ასახავს მხატვრის დამოკიდებულებას სამყაროსა და მარადიული სიყვარულის თემის მიმართ.
გამოფენაზე მხატვრის ნამუშევრები სრულად იქნება წარმოდგენილი. ექსპოზიცია, რომელიც საზოგადოების ყურადღებას დახვეწილი ტექნიკითა და ხედვით იპყრობს, ავტორის ტრაგიკულად გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნას ეძღვნება.