5 სექტემბერს, 18:00 საათზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზუმში წიგნისა და ხელოვნების გამოფენა გაიხსნება.
გამოფენაზე გერმანელი, ქართველი, რუსი, უკრაინელი და პოლონელ ხელოვანები მონაწილეობენ. გამოფენის ინიციატორია ბოხუმში (გერმანია) არსებული კულტურის გაერთიანება "ასპაი". გამოფენის თემა არის შრიფტი თავისი მრავალფეროვანი გამოყენებით ხელოვნებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.
17-21 სექტემბერს გამოფენის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიებები: პოეტები წაიკითხავენ საკუთარ ლექსებს, გაიმართება მოხსენებები, მუსიკალური პერფორმანსი და ფილმის ჩვენება.
გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში გაგრძელდება 3 ოქტომბრის ჩათვლით.