საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2014 წლის 7 - 9 აგვისტოს, ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი "ბასიანი" Kilkenny Arts Festival-ის მიწვევით საგასტროლოდ ირლანდიაში იმყოფებოდა. ფესტივალის ფარგლებში, 8 აგვისტოს, "ბასიანმა" ორგანყოფილებიანი სოლო კონცერტი გამართა ისტორიულ გოთიკურ ტაძარში St Canice's Cathedral, სადაც ანსამბლმა შეასრულა ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის გამორჩეული ნიმუშები - ხალხური სიმღერები და ტრადიციული საგალობლები. კონცერტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ადგილობრივ მედიაში.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფესტივალი დაარსებულია 40 წლის წინ და წელს, რიგით 41-ე ღონისძიებაზე, ფესტივალმა პირველად უმასპინძლა ანსამბლს საქართველოდან.