"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი გია ჭანტურია დღეს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე ჭანტურიამ აღნიშნა, ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია, რასაც პოლიტიკური კრიზისიც მოყვება.
"ქვეყანა არის საომარ მდგომარეობაში. ასეთ ვითარებაში ინვესტიციების მოზიდვა თითქმის შეუძლებელია, ინვესტიციების მოზიდვის შანსი ქვეყანაში ამ დროისთვის 0%-ის ქვემოთ არის", - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, პირველ რიგში უნდა შემცირდეს ტარიფები ენერგომატარებლებზე, რადგან მათი საფასური თითოეული მოქალაქის შემოსავლის 82%-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები