3 სექტემბერს, 20.00 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში VI საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების" დასკვნითი კონცერტი შედგება. სპეციალურად ამ კონცერტში მონაწილეობის მისაღებად სახელოვან ქართველ მევიოლინე ლიანა ისაკაძესთან ერთად ჩამოვიდნენ მსოფლიო ვარსკვლავები: „საყვირის კარუზოდ" აღიარებული სერგეი ნაკარიაკოვი, შეუდარებელი ფლეიტისტი ისრაელიდან იოსი არნჰეიმი, ბრწინვალე რუსი ვიოლონჩელისტი ალექსანდრ კნიაზევი და ამერიკელი პიანისტი სერგეი ბაბაიანი. მსოფლიო კამერულ ორკესტრს „ვირტუოზები" ცნობილი ლიტველი დირიჟორი გინტარას რინკევიჩუსი უდირიჟორებს.
კონცერტზე შესრულდება მოცარტის, მენდელსონის და ბეთჰოვენის ნაწარმოებები.
ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს კულტურის პალატა. ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ბათუმის მერია. ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი".
კონცერტს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.