თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია 25 წლის ახალგაზრდა ლაშა მახარაძე.
თვითმხილველთა განცხადებით იგი ავტომაქანაში იჯდა, როდესაც ამ დროისთვის დაუდგენელმა პირმა მას ორჯერ ესროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
პირველი რადიოს ინფორმაციით, ვაკეში მოკლული ლაშა მახარაძეს მეგობრები "კოშკას" ეძახდნენ. ლაშა მახარაძის ძმა თენგო მახარაძე , მისი მეუღლე, 7 წლის შვილი და ავტომანაქნაში მსხდომი კიდევ ორი ადამიანი დაახლოებით ერთი წლის წინ ავტოავარიაში გარდაიცვალენ.