მიხეილ სააკაშვილი ბერძენმა სამართალდამცველებმა სასაზღვრო კონტროლის დროს გააჩერეს. ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს საელჩო ადასტურებს.
გავრცელებული ცნობით, კუნძულ სამოსზე შესული გემი, რომელშიც ექსპრეზიდენტთან ერთად, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეც იმყოფებოდა, ოთხი საათის განმავლობაში იყო შეყოვნებული.
საელჩოს მიერ გავრცელებული ცნობით, შეყოვნების მიზეზი საქართველოს მხრიდან შესული მოთხოვნა გახდა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას უკავშირდება. თუმცა იმის გამო, რომ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურები დასრულებული არ არის, სამართალდამცველებმა სააკაშვილი ოთხსაათიანი შეყოვნების შემდეგ გაუშვეს.