დღეს, 17:00 საათზე, გაიმართება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა.
დღისწესრიგი:
1. მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში ატმოსფერული ნალექების შედეგად საავტომობილო გზებზე მიყენებული ზიანის თაობაზე ინფორმაციის განხილვა და გასატარებელი ღონისძიებები.
მომხსენებელი: აჭარის ა/რ მთავრობის საქ¬ვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი რომანაძე.
2. ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, ამავე მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 31 მაისს სეტყვისა და შტორმული ქარის შედეგად დაზიანებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო - სამეურნეო კულტურების დაზიანების გამო, 258 ოჯახზე მიყენებული ზიანის თაობაზე ინფორმაციის განხილვა და გასატარებელი ღონისძიებები.
მომხსენებელი: ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე.
3. 3.1. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, ამავე მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 5 ივნისს სეტყვისა და შტორმული ქარის შედეგად დაზიანებული ერთწლიანი სასოფლო - სამეურნეო კულტურების დაზიანების გამო, 155 ოჯახზე მიყენებული ზიანის თაობაზე ინფორმაციის განხილვა და გასატარებელი ღონისძიებები.
3.2. სოფ.იაკობაძეებში მცხოვრებ მარად იაკობაძის ოჯახზე ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის თაობაზე ინფორმაციის განხილვა და გასატარებელი ღონისძიებები.
3.3. დაბა ხულოში მცხოვრებ თინა ცეცხლაძის ოჯახზე დიდთოვლობის შედეგად მიყენებული ზიანის თაობაზე ინფორმაციის განხილვა და გასატარებელი ღონისძიებები.
3.4. სოფ. ვაშლოვანში მცხოვრებ მარინე ჯაყელის ოჯახზე მეწყერის შედეგად მიყენებული ზიანის თაობაზე ინფორმაციის განხილვა და გასატარებელი ღონისძიებები.
მომხსენებელი: ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე.