„სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე საბრძოლო ვაზნები აღმოჩინეს. კერძოდ, თურქეთიდან საქართველოსი შემომავალი საქართველოს მოქალაქის - ხ.გ-ს ბარგის დათვალიერებისას მებაჟე ოფიცერმა პისტოლეტის 22 ცალი საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს გადაეცა.