ავსტრალიის ხელისუფლება შეეცდება G20-ის წევრი სახელმწიფოები დაარწმუნოს, რათა მათ ლიდერების სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ჩასვლა დაბლოკონ. ის, რომ ავსტრალიის ხელისუფლებას G20-ის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის ხილვა არ სურს, ეს ქვეყნის ვაჭრობის მინისტრმა ენდრიუ რობმა ტელეკომპანია ABC-ის ეთერით გამოსვლისას უკვე განაცხადა. როგორც მან განმარტა, ეს მხოლოდ ავსტრალიაზე არ იქნება დამოკიდებული და რომ ამ საკითხს წევრთა კონსენსუსი სჭირდება. საჭირო ხმების შეგროვებას და რუსეთისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ავსტრალია 4-5 სექტემბერს უელსში დაგეგმილი ნატოს მინისტერიალის ფარგლებშიც შეეცდება.
უკვე ცნობილია, რომ ავსტრალია რუსეთის წინააღმდეგ გარკვეული სანქციების დაწესებასაც აპირებს.