5 სექტემბერს, 19:00 საათზე, "ბაია" გალერეაში ნატალია ელერდაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ შესრულებული ფერწერული ნმუშევრები და მცირე პლასტიკა იქნება წარმოდგენილი.
მხატვრის ნატალია ელერდაშვილის ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში: საქართველოში, რუსეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, უნგრეთში, აშშ-ში, ბანგლადეშში, ავსტრალიაში, ა.შ.
გამოფენა "ბაია" გალერეაში გაგრძელდება 7 სექტემბრის ჩათვლით.