შსს-ის ინფორმაციით, მესტიაში მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იძიებს. ფაქტთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი მოკვლევა გუშინვე დაიწყო. ღამევე მოხდა ინციდენტში მონაწილე ყველა პირის გამოკითხვა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მესტიის პოლიციის უფროსმა და მისმა მოადგილემ სცემეს პოლიციის თანამშრომლებს სცემეს.