შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი და უწყების სხვა წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკაში მიემგზავრებიან.
ვიზიტი ლიტვის დახურული სააქციო საზოგადოება HELISOTA-ს გენერალური დირექტორის, ბატონ ანატოლი ლეგენზოვის პირადი მიწვევით ხორციელდება. HELISOTA წარმოადგენს შვეულმფრენების რემონტისა და ტექნიკური მომსახურების საერთაშორისო კომპანიას, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს 25 ქვეყნის სამთავრებო უწყებებსა, თუ კერძო კომპანიებთან.
აღსანიშნავია, რომ სწორედ კომპანიამ HELISOTA-მ მოახდინა 2014 წელს ლიტვაში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი მი-8 მტვ-1 ტიპის ორი შვეულმფრენის სტანდარტული კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები კომპანიის ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ და აღნიშნულ სფეროში ინოვაციებს გაეცნობიან, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი სამომავლო თანამშრომლობის განვითარებას.