რუსეთი აწარმოებს ღია აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მთელს ევროპასთან ომის მდგომარეობაშია. ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ განაცხადა.
„ვფიქრობ, ვითარება უარესდება. რუსეთი პირდაპირ და ღიად იმყოფება უკრაინასთან ომის მდგომარეობაში, სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც სურს იყოს ახლოს ევროპასთან. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ევროპასთან ფაქტობრივად ომის მდგომარეობაშია. ჩვენს ეს უნდა გავითვალისწინოთ", - განაცხდა გრობაუსკაიტემ.
ლიტვის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას უნდა აღმოუჩინონ სამხედრო ტექნიკური დამხმარება და სრული ემბარგო დაუწესონ რუსეთს სამხედრო მიწოდებებზე.