ქარელის რაიონის სოფელ ურბნისში მე - 4 - 5 საუკუნის დროინდელი სამარხები აღმოაჩინეს. სარკოფაგები ცენტრალური საგზაო მაგისტრალის რეაბილიტირების დროს იპოვეს. არქეოლოგების განცხადებით, სარკოფაგები სავარაუდოდ ქრისტიანებს ეკუთვნოდათ. მათი თქმით, ამაზე მიცვალებულების დასაფლავების წესი მეტყველებს.
აღმოჩენილია 1 - 3 საუკუნით დათარიღებული საყოფაცხოვრებო ნივთებიც.
აღმოჩენილი ექპონატები თბილისში გადმოიტანეს. უძველეს ნივთებს გამოკვლევა უტარდებათ.
უნიკალური საყოფაცხოვრებო ნივთები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში განთავსდება.
მასალის გამოყენების პირობები