შსს სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) ტერიტორიაზე, N4 სასაზღვრო სექტორის (ახკერპი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავა სომხეთის მოქალაქე მოსიკ ღ., რომელმაც 2014 წლის 23 აგვისტოს, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 344-ე მუხლის I ნაწილით.გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები