ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრის შესახებ და აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობასთან ასეთი მჭიდრო კონტაქტი ბოლო ათი წლის განმავლობაში არ ყოფილა.
„მოკლე პერიოდში მე ორჯერ ვიმყოფებოდი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში და პირველად 10 წლის მანძილზე მივიღეთ დასტური, რომ მომავალ წელს შედგება ქალბატონი კანცლერის ვიზიტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.