დღეს, 30 მარტს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვევა და საჯარო სკოლების მანდატურთა პირველი ნაკადის გადამზადების პროცესს გაეცნობა.
მინისტრი მომავალ მანდატურებს გაესაუბრება, რომლებიც ორკვირიან ტრენინგს გადიან.
15 აპრილიდან, მანდატურები თბილისის 10 საპილოტე სკოლაში შევლენ.
ეს იქნება სამკაციანი ჯგუფი, დაკომპლექტებული ერთი ქალბატონისა და ორი მამაკაცისგან.
ამერიკული პროგრამის ფარგლებში, ყველა მანდატური სპეციალურ მომზადებას გაივლის და მათი მოვალეობა სკოლის შიდა განაწესის დაცვა იქნება.