ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის ერთერთი მთავარი მოწმე იმედა ბედიანაშვილი ზეწოლაზე საუბრობს. მან დღეს პრესკონფერენცია საქმეში ბრალდებულთა ადვოკატებთან ერთად გამართა.
ადვოკატების მტკიცებით, ზეწოლა ბედიანაშვილის გარდა, სხვა მოწმეებზეც ხორციელდება.
დაცვის მხარის ერთერთი მთავარი მოწმე ამბობს, რომ ტრისტან წითელაშვილი, რომელიც პროკურატურის ერთერთი მთავარი მოწმეა და რომელმაც სასამართლოზე სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებული დათა ახალაია და კუდ-ის ყოფილი სპეცრაზმელები დანაშაულში ამხილა, მას აიძულებს, 5 აგვისტოს მიცემული ჩვენება შეცვალოს და სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცეს.